ღვინის ხარისხი / Quality of the wine

ჩვენი კომპანიის მიზანია, აწარმოოს პრემიუმ ხარისხის ღვინოები. რით განსხვავდება პრემიუმ კლასის ღვინო სხვა ღვინოებისგან? პირველ რიგში, ეს არის ზრუნვა თითეულ დეტალზე. ერთ-ერთი ასეთი დეტალია, საცობების შერჩევა. კარგი საცობი ღვინის შენახვის გარანტიაა. ცუდმა საცობმა შეიძლება საუკეთესო ღვინოსაც კი გაუფუჭოს გემო. ის არ უნდა იშლებოდეს დროთა განმავლობაში ღვინის მჟავასთან და ჰაერთან ურთიერთობისას. ასევე, საცობმა უნდა უზრუნველყოს ღვინის […]
ტვიში / Tvishi

გვსურს წარმოგიდგინოთ ქუმბათის გამორჩეული ღვინო – ტვიში. იცოდით რომ ტვიში მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან. ცოლიკოური გახლავთ ცნობილი ქართული საღვინე ჯიში, რომელიც ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. ის იმით არის გამორჩეული, რომ იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს. ასევე, ცოლიკოურიდან დაყენებული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა დასაძველებლად, თეთრ ქართულ ღვინოებს შორის. მაღალხარისხოვანი ყურძნის გარდა, ტვიში გემოების […]
რთველი 2021 / Harvest 2021

რთველი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ქართული ტრადიციაა,რომელსაც დღესასწაულის სახე აქვს და ის ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. იცოდით რომ რთველს ხანგრძილივი მოსამზადებელი პერიოდი აქვს? უნდა მოწესრიგდეს მარნები, დაირეცხოს ქვევრები, ამის შემდეგ კი რთვლის ნამდვილი რიტუალი იწყება – მოწნული კალათებითა და გოდრებით, სადღესასწაულო სულითა და განწყობით! რთველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა დროს იწყება. მაგალითად, ჩვენს სამამულე […]
საქართველო და ღვინო / Georgia and wine

იცოდით რომ ვენახის გაშენებისა და მოვლის გარდა, მოსახლეობა ყურძნის უხვი მოსავლის უზრუნველსაყოფად უძველეს დროში მსხვერპლშეწირვასაც რომ მიმართავდა ქართველი კაცის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტები – შვილის დაბადება, ნათლობა, ნიშნობა, ქორწილი, თუ სხვა, ღვინით დალოცვით და ღვინის დალევით აღინიშნებოდა. ეს კი, როგორც ჩანს, იქიდან მომდინარეობს, რომ ქართველს ღვინო “წმინდა” სასმელად წარმოედგინა. სწორედ ეს რწმენა იყო იმის ერთ-ერთი […]
ქვევრი / Qvevri

Საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ვინარჩუნებთ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. Რა არის ქვევრი?🍇 ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. […]
საფერავი 2020 / Saperavi 2020

გვინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი საფირმო საფერავის სპეციალური გამოშვება🍷 გვსურდა, ჩვენი ეტიკეტი ლამაზი, თანაც მრავლმნიშვნელოვანი ყოფილიყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, სპეციალურ გამოშვებაზე დაგვეტანა ხედი ჩვენი სამარნიდან. ნახატზე გამოსახულია სიღნაღის რაიონის სოფელი ტიბაანი. ტიბაანი განთქმულია თავისი შავმიწა და თიხნარი ნიადაგით, რაც იდეალურია ტრადიციული კახური მეღვინეობისთვის. მუდამ თოვლიანი კავკასიონი, ალაზნის ველი და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი სოფელი ტიბაანი ნამდვილად წარმოადგენს თვალისთვის საამო […]