Საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ვინარჩუნებთ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

Რა არის ქვევრი?🍇

ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. Საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ.წ მეოთხე-მეხუთე ათასწლეულებს. ‘’ქუმბათი’’ ღვინოს ამზადებს როგორც თანამედროვე მეთოდებით, ასევე უძველესი ტრადიციული მეთოდებითაც,რაც გულისხმობს ღვინის ქვევრში დაყენებას.

Რატომ არის ქვევრის ღვინო განსაკუთრებული?🍷

ქვევრის ღვინო ზოგადად გულისხმობს ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობით ჭაჭასთან დადუღებას, დაღვინებას და შემდგომ დავარაგებას. ასეთი მეთოდით დამზადებულ ღვინოს აქვს განსაკუთრებული ფერი, ამიტომაც ქვევრში დამზადებული თეთრი ღვინო უფრო ოქროსფერი შეფერილობისაა ვიდრე თეთრი. ამასთან ერთად, ქვევრში დამზადებულ ღვინოს უფრო მრავალფეროვანი და განსხვავებული გემოები აქვს.

დღესდღეობით ეს მეთოდი მთელს მსოფლიოში ხდება პოპულარული.
მიიჩნევა რომ ქვევრის ღვინო თანამედროვე ერთფეროვან ბაზარს გაამრავალფეროვნებს.

Georgia is recognized as the ‘’cradle of wine’’ . Archeologists have traced the earliest evidence of winemaking 8,000 years ago. The Ancient Georgian Traditional Qvevri winemaking method is included in the list of Intangible cultural heritage of Humanity of UNESCO.
Qvevri is a clay vessel that is buried in the cellar, or Marani, and used in vinification. The shape of Qvevri is designed to allow wine to mature in the earthen ware vessels at even temperatures.

Why are Qvevri wines so special?🍷

The entire wine making processes takes place within Qvevri, from fermentation right through to maturation, with the fermenting grape juice often being left on the skins and even grape stems ( the ‘’mother’’) to create wines of exceptional flavour, complexity and colours.

White wines made in Qvevri are characteristically dry but full-bodied, aromatic orange or amber colored wines.

Our company is proud to make it’s wine with Qvevri method too.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *